Litclub.ge

* * * "ტროტუარებზე"
ტროტუარებზე ჩამომსხდარი წვიმის კაცები
თითებით სიზმრებს იფერთხავენ.
ქუჩის მტვერი სახლობანას ეთამაშება
ღუმელიდან ხელცივი ქარის მონაპარ ფაქტებს:
მუქი ლურჯით - ბაც ნაცრისფერზე.
ცალფეხა ნავებს წელს უფრო მეტად უმძაფრდებათ
ტყვიაგამტარ სიზმრების შიში 
ილ ნინოს დახეულ მარაოზე.
უმწიფარ მძღოლებს , ისევ უსხლტებათ გაყვითლებულ,
ბებერი ხელებიდან თეთრი ლენტი :
ეს მაშინ, როცა ხედავენ  ფერს წითლად
(ისინ აღარ ამუხრუჭებენ) . ახლა კი, 
ძველებურად აწერიათ სახლებს და ტაქსებს სახურავზე:
ავი ძაღლია;  კმ 28 ვენსგაპი.

მოსაცდელში წითურთმიანი მამაკაცი
საბეჭდ მანქანასთან იჯდა და მოსმენას ცდილობდა.
ჩვენც ვთქვით და წავედით.
  
გითვალთვალებენ, დედა 
საგიჟეთია დედა-
ზიხარ და როცა წყვეტ ქსოვას,
წყვეტ ფიქრს.
იწყებ ხელახალ ციკლს დანაკუწებული
ფიქრებისაგან, შენს არარსებულ შვილზე,
მაშინ როცა ის: 
უსახელურო, საღებავგაცლილ კარს უკან დგას და
შენს ფიქრებს უთვალთვალებს,
რომ მერე თავის ლოთ მამას მოუყვეს,
დალიონ შენივე მურაბის წვენით შეზავებული არაყი 
და იცინონ ერთად.
წყვეტ ქსოვას, ფიქრს;
გამოდიხარ პარმაღზე და მუხლებიდან უშვებ ქარებს:
ფერით- წითელს.
მე არ მინახავს;  ამბობენ, დედა.
სახლის უკან იმ ვიწრო ხნულში,
გეორგინას ბოლქვებს მალავ მიწაში.
ივნისში ისინი იყვავილებენ.
(მე მძულს თიბათვე და 
უსუნო ყვავილები).

დილის ექვსია.
ვზივარ და გელოდები,
რომ განახო როგორ არ მძინავს.