Litclub.ge

გაზაფხულის ყვავილო
გაზაფხულის ყვავილო, _
იისფერო ქათიბო,
სიყვარულით დამსაჯეს
სხვათა სამაგალითოდ.
როგორც ჩიტი ჭალაში,
როგორც ცეცხლი თივაში,
სიყვარული ბატონობს
ჩემს პაწია ბინაში.
გაზაფხულის ყვავილო, _
იისფერო ქათიბო,
სიყვარულით დამსაჯეს
სხვათა სამაგალითოდ.