Litclub.ge

კავშირთა ჰარმონია
თავისთვისაც ჯერ ხომ კარგად არ ვიცი ბევრი,
რომელ ვარსკვლავთან მაკავშირებს
რომელი ნერვი.
როცა კარგად ვარ, ან ცუდად ვარ,
ან რამე მინდა,
მაშინ ყველგან ვარ: ცაში, ზღვაში,
მთაში თუ მინდვრად.
იქნებ ამ ხედვით, ენით, სმენით,
შეხებით, ყნოსვით,
დიდი რამ ხდება სამყაროში
ჩემამდე მოსვლის?
და როცა მიჭირს, როცა სული მიჭირავს მუჭით,
იქნებ რაღაცას ვარსკვლავეთში ჩემს გამო უჭირს?
ან სიხარული, რომ ედება სიცოცხლეს ხანძრად, _
იქნებ ვარსკვლავსაც ჩემი გულის კაკუნი კაწრავს?