Litclub.ge

მთაში
მთაში აცივდა, აცივდა მთაში,
გულდაწურულმა ზაფხულმა თითქოს
ფერუმარილი წაიცხო ზამთრის.
ახლა წვიმისგან შეწევნას ითხოვს,
ჩამომბანეო...
მთაში გაწვიმდა, გაწვიმდა მთაში,
თითქოს ზაფხულის ძახილზე უფრო
გადიდგულდა, ვით ცელქი ბავშვი,
დედის წინ ღვარცოფს ცრემლების უხმო
და მოწამეობს...
მესამე დღეა გავედი მთაში,
მთაში აცივდა, გაწვიმდა მთაში,
მე _ ფეხშიშველი, ოცნების გასწვრივ
ვდგავარ და ვნების ქოლგასაც გავშლი,
შეგიფარეო...
მესამე დღეა აცივდა ჩემშიც,
შორს შენგან მთაში ვუზივარ კოცონს,
ხელის გულებს რომ შენს ნაცვლად მითბობს,
თუმც ვიცი, გშია ჩემი თითები და მე ეს მომწონს,
მსურს გიცამზეო...
მესამე დღეა მე, გასულს მთაში,
გულდაწურული ზაფხული მქვია.
მესამე დღეა ვერ ვაშრობ ცას და
დიდგულა ბავშვის ცრემლები მცვივა.
და თუნდაც წვიმამ დაცხრილოს მთები,
ოღონდ ერთ ჰაერს ვსუნთქავდეთ ახლა..