საით მიერეკება
ზედაზნიდან ქარი
ღრუბლებს... ან ეს ღრუბლებიც,
საით მიიჩქარის...
სხვის ცაში არ იქროლო,
ჩემი ზეცის ქარო...
სხვის მიწაზე ვინ ხარობს,
შენ რომ გაიხარო...
ჩემი ზეცის ღრუბლებო,
ზედაზენზე დარჩით...
და ზეციურ მხედრობას,
წარუძეხით მარშით...
ჩემო ზღვავ და ხმელეთო,
თუ არ მოგიარე...
ბობოქარი ჩაგითრევს,
ბოლოს ოკეანე...