Litclub.ge

მთიბელნი თიბდიან
თიბათვე...
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
"დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები".
"აბაბა!"
_ ეშმაკმა დალახვროს! _
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
"მზით იფშვნიტებაო ბალახი",
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
"ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!"_
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
"წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ..."_
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია:
მოდითო, დააწყვით ცელები"...
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.