Litclub.ge

აღსავლის კართან
იქ, სიჩუმეში, ჩამოღვენთილ სანთელთა ფერში,
_ რაი არს შენი სახელი, დაო?!
აღსავლის კართან მზე ტორტმანებს,
აღსავლის კართან...
_ არცა რა, მხოლოდ სიყვარული,
ჩადგომა ქართა.
აღსავლის კართან,
ო, მდუმარე აღსავლის კართან,
რად მოწყენილან ზამბახები,
რად მოწყენილან?!