Litclub.ge

ისე
...დავრჩე ვიფიქრე, დროებით ვითომ,
წიგნში სანიშნეს როგორც დაურთავ,
გზა ისევ ისე კვლავ სადღაც მიხმობს,
გზა ზღვაოსანთა, გზა მოგზაურთა,
ყველა ოცნების კვალი აქ არის,
ნიჟარის ძეწკვზეც ჩანდა კამეა,
ისე შეგხედე, თვალი მოგკარი,
ისე, უბრალოდ, განა რამეა.