დადგა აგვისტოს დილა,
დღეს დილიდანვე ცხელა.
ცა ისე მოწმენდილა,
ო, მზე ჩანს ვარდისხელა.
დასასვენებლად არის
გამგზავრებული ყველა.
თბილისს ღია აქვს კარი _
ზაფხული გადის ნელა.
დადგება სექტემბერი,
ქუჩები აივსება.
შინ დაბრუნდება ბევრი,
იტყვის ზაფხულის ქებას.
ვინ _ ზღვაზე გარუჯულა,
ვინ _ მოიარა მთები,
ვინ _ ბედი მოარჯულა,
ჰკრა სხვა ქვეყნის ცას ფრთები.
წელს ვერ წავედი ვერსად,
ამ ცხელ თბილისში ჩავრჩი.
მაღვიძებს დილის მესსა
და მარტოობა _ ჩარჩი.
ჩქარა გავიდეს, მინდა
აგვისტო _ ჩემებს ველი,
როგორც წყალობას ციდან.