Litclub.ge

"დედა ენა"
ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!
დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი,
მგალობელი ფრინველი.
იავნანას ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.
ტკბილად რომ გაგვიხარა
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი -
შავი კაბით გაზრდილებს,
გახუნებულ ლეჩაქით.
ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩენი ენა ქართული,
ოქროსთმიან სიმებად
გულში ამოხლართული!