Litclub.ge

შემოქმედი
ზოგჯერ ქვესკნელთა კოსმოსიდან,
ზოგჯერ ზეციდან
ათოვდა გულის სიმაღლეებს
სულ სხვა ნათელი.
მთელი ცხოვრება უხილავი
ცეცხლი მეკიდა,
მთელი ცხოვრება ვმარხულობდი,
როგორც ხანძთელი.
ისმოდა ღმერთი დუმილიდან,
სიტყვის ოქროდან.
ვერ დამირღვიეს საძირკველი
ეჭვის გველებმა.
ტკივილის მწვანე ბაღებიდან
განძი მომქონდა
და ამ განძს ერქვა
მიწისა და სივრცის მშვენება.