ზეცისაკენ ილტვოდა,
უფლის ნება დიდია!
ბებო ხშირად იტყოდა:
„გული ძაფით მკიდია“...
რომ არაფერს ითხოვდა,
ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
ბებო ხშირად იტყოდა:
„იმ გორზე დავივანებ“...
მუდამ მემახსოვრება,
კაფავს წალამს ბებია,
იტყვის: „ჩემი ცხოვრება
ორი პარასკებია“...
აქეთ არვინ დარჩება,
იქით მიტომ ილტვოდა,
„ყველა ვარდი დაჭკნება“...
როგორც ბებო იტყოდა.
P.შ. ეს ცხოვრება ასეა,
მოდიან და მიდიან,
ბებო სევდით სავსეა,
„გული ძაფით ჰკიდია“...