მდუმარე ალვებში ლურჯი მონასტერიდგას გაუქმებული, ხავსიან კარებით.ჩავუვლი მწუხრისასდა ცით მონაბერიუცებ ჩამესმება გუგუნი ზარების.თითქოს ცოცხლდებიანლანდები წარსულის,სანთლების ციმციმით მოდიან შორიდან.გაარღვევს სიბნელესდა თეთრი ასულიმაცხოვრის ხატის წინ ყვავილებს მოიტანს,და მესმის ზამბახთაშრიალი საამო,ეს უცხო ასული ცას შესთხოვს ვედრებით:- მტერმა ვერ დახაროსქართველთა ალამისიმღერით დაბრუნდნენ გულლაღი მხედრები,და მესმის ზამბახთაშრიალი საამო,ო, ეს ხმა გულს ნეტაროცნებით აღანთებს.იქნება ამდგარა თვითმეფე თამარიდა საქართველოსთვის ტკბილ ლოცვას ღაღადებს…იქნება მრისხანებრძოლების გუგუნიმის მყუდრო აკლდამის ბურუსშიც შევიდა,სულმნათის თვალებმაგაჰკვეთეს უკუნიდა ვარსკვლავებივით დაგვადგნენ ზევიდან,მაღლდება,ნათლდება ლურჯი მონასტერი,იღება ალმასის სამმაგი კარებიდა სივრცეს ედებაზეცით მონაბერიღვთიურ გუგუნი შორეულ ზარების.