Litclub.ge

ნუ გეშინია
ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ ვიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ _
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!..