Litclub.ge

იდაყვი, ჩამორტყმული მაგიდაზე...

იდაყვი, ჩამორტყმული მაგიდაზე,

თვალებიდან ნაპერწკლები...

ტკივილიც შუქით თავდება,

როგორც ყვირილი რომელიმე

ქართული ხმოვნით?

ამ შუქიდან იმ შუქამდე

ერთი დერეფანი მარტოობა,

ბოლოში ცოდვილები გაზქურით ხელში,

უცოდველები ნარგიზის ეგო-თი,

აქეთ _ ღვინიდან ამოსული მეტაფორა:

_ ნათელში ამყოფოს ღმერთმა!

მიწა შავია და ტალახიანი,

პოეზიისთვის, მაინც, მადლობელი ვარ.