Litclub.ge

ისეთი ცოტა ხორცით ვდგავარ მიწაზე...

ისეთი ცოტა ხორცით ვდგავარ მიწაზე,

როგორც მზის ზოლი სკამის კიდეზე,

ცივი, ზრდილობისგულისთვის, მოყვითალო,

ჯერ კიდევ, შემოდგომის...

იშვიათი ჩიტები ამძაფრებენ

უფოთლო ხეებს,

გაჭირვებით მესმის მათი ხმა,

როგორც ბრმებს ხმამაღალი მინდვრები

და ცხვრების ვერცხლისფერი კრინი...

მე რომ კუჭის ტკივილი

მჟავე პურს მაჭმევს,

მათ პირში ლიმონის ხე ამოყავს,

რასაც სიტყვით გამოვხატავ

და არ ვიცი, უფრო პოეტი ვარ,

თუ კარგი ქრისტიანი

ბრმების შესახებაც რა ვიცი?

ზამთარი რომ ხეებს სველი ტილოთი წაშლის,

დეპრესია მეწყება,

რადგან თვალზე ვარ გამობმული,

ისინი _ სიბრალულზე,

სიცივეში ტკივილი ლაპარაკივით ესმით...