Litclub.ge

მერე რა, რომ ყველა კარებია ღია...

მერე რა, რომ ყველა კარებია ღია,

მე გაქცევა მინდა, შენ არ გამიშვა,

გარეთ ცხელი დღეა,

მინატრე და შინდისფერ თმას გავიშლი...

დედა ჯავრობს, ჯავრი რაა მერე,

იჯავრებს და დაყუჩდება მერე,

დაღამდება, გათენდება მერე,

გახუნდება ჩემი თმების ფერი _

უაზრო და შენთვის გამოგონილი.

მხევალივით მე ვიცეკვებ შენთვის

და ჩხრიალით ამევსება მკერდი

და თვალები გამიხდება სველი

და მძივები დამებნევა შენსას...

და თუ წავალ, მომიტევე მე,

ვერ ვიგუე ალბათ მძიმე ჭერი

და სიჭარბე შენი ნაცრისფერის...

იჯავრებ და დაყუჩდები მერე...

მე ხომ ყველა ქალში ვმეორდები

და შენს სახელს უსაშველო თოვლში

ავაფარე შინდისფერი თმები _

ჩემი დიდი მარტოობის დროშა...