რა მიყვარს? _ ჩემი ზვიადი მთები,
ჩემი ქვეყანა მზით მონანავე,
წიფლების ძირში ლურჯი იები,
მზის ამოსვლისას თვალს, რომ ნაბავენ.
მიყვარს ტატნობი, ტბაში ვერხვები,
განთიადების იდუმალება,
მთებში ჯანღი რომ შემომეხვევა
და მოლაღურის მესმის გალობა.
მიყვარს წყარონი, მოცქრიალენი,
წისქვილის როკვა, კაკბის კაკანი,
ღრუბლები ცაზე მოციალენი, _
დედის მძებნელი თეთრი ბატკანი.
დავდივარ, დავალ ბედის მხატვარი,
შევნატრი ამ ველთ, ამ ქედებს, ამ ცას,
ტილოს გავანდობ გულში ნატარებს,
ჯერ რომ დავხატო და მერე დამწვას.