... და კვლავ ვცდილობ და კვლავ ვწვალობ
და კვლავ ახალ გზებს დავეძებ,
გაცრეცილი ჩემი ჯვალო
რომ გავფინო განედებზე...
ავყოლილვარ გულის ნებას
და ოცნების დანაპირებს...
ვიღაც მკითხავს: "ვის სჭირდება,
შვილიშვილებს? შვილთაშვილებს?"
ეგებ?...
და მე კვლავაც ვეძებ
საკერებლებს, ვკემსავ ჯვალოს...
ეგებ, ვინმე გავახარო,
ან ტკივილი დავუამო...