Litclub.ge

ჩანახატი
რაბათის ციხის ნანგრევი,
უგუნურ ბრბოთა თარეშში...
ო, მერამდენედ აღდგენილს
ჩემს უკვდავ ზენა მხარეში.
დგანან კლდეები დუმილით,
ობოლი სიყრმის მოწმენი...
ხან უწრფელესი სურვილით,
ხან იდუმალი მოწყენით,
... და მოზმანება ღამისად _
იმ ჩემი ტკბილი მამისა...
გლოვაში ცრემლის მწმენდელი _
დედის ლოცვა და ალერსი...
ჯვრის ეკლესიის კედელი
და ზეცა უნეტარესი...