ერთ დროს ვიყავ ელვარე და გაბასრული,
მაშინ მფლობდა მეომარი ვაჟის ხელი.
ტარზე მქონდა ეს წარწერა _ "დასასრული"
და ეს სიტყვაც მახვილივით იყო მჭრელი.
იმ მამაცმა ვერაგები ბევრი ხოცა,
ბოლოს როცა დაელია მკლავში ძალა,
მე ამ მთაში სამუდამო ბინა მომცა,
თვით კი სიკვდილს ლეგენდებში დაემალა.