უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,
მას მერე _ ვისიც რამდენად მმართებს:
ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს _
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!
სად ყოვლიარი გადატრუსულა
და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს,
_ გრუზინ?
_
თათარი მკითხავს რუსულად
და მიმასწავლის საკურდღლე სერებს.
წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს _
`ფეშქეშ~: _ და თვალებს მიშტერებს ნდობით.
დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს,
ავახმაურებ სამშობლოს თოფით...
მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო,
სალამურსავით ჩავბერო ყელში...
`ხოშ გელდი!” ძმა ხარ, ჩემო თათარო!
ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!