Litclub.ge

ყაყაჩო
დღისით შენს ბაღში ვღიღინებ,
ღამით ყვავილებს ვდარაჯობ,
პირველად შენ გამიღიმე
და მერე შენმა ყაყაჩომ.
მთვარის ნათელზე ვიხილე
მწველი თვალები მებაღის,
ახლა კი ბაღი იღვიძებს
და იზმორება ვენახი.
ყაყაჩო მაგ შენი ბაღის,
გიშრის წამწამა ყაყაჩო,
მე ყოველ ღამით მეძახის,
როცა შენს ფანჯრებს ვდარაჯობ.
ვფიცავ ამ მიწის დიდებას,
მარჯვენა გვიჭრის ვაჟკაცებს,
მე ხმლით ავკაფავ მტრის რისხვას
შენი თვალების კაშკაშზე.
შენ ყვავილები ახარე,
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს,
და გულზე გადამაყარე
მაგ შენი ბაღის ყაყაჩო!