ამდენი ხანია სადა ხარ, სადა ხარ,
ყოველი იმედის მდინარე გადაშრა.
მხოლოდ ერთი წყარო კლდეზე დაკიდული,
ხევებში წანწკარებს ფოთლით დაბინდული
და გზას მიიკვლევს და არ ილევა,
და მოიმღერის: განა მცირე ვარ?!
ჩემკენ მოიჩქარის ყოველი სულდგმული, _
მწყურვალს არ უნდა მდინარის გუგუნი.
მე შენკენ მოვრბოდი, გზები გავიკაფე,
შენ რატომ აგვიანებ, მოდი, დამეწაფე.
1965