Litclub.ge

აღმართ-დაღმართი

სანამ აღმართ-დაღმართ დავალ,

სანამ სიცოცხლეზე ვმღერი,

სანამ მიხსენიებს ავად

ჩემი შეჩვეული მტერი,

სანამ ყველაფერი წავა,

სანამ მომიკვდება ლექსი,

ვამბობ საამბობელს მთავარს

და მას ვერაფერი შეცვლის.

 

1981