Litclub.ge

ახლა ამ ლექსმა მე მინდა გითხრას...

ახლა ამ ლექსმა მე მინდა გითხრას, _
შენი თვალები ძალიან მიყვარს, 
რომ აძალებენ შენი ბაგენი, _
მოდი, ამბორი შენი მაგემე.

ძლიერ ცუდია ეს ყველაფერი!
ეს ყველაფერი ძლიერ კარგია! _
ასე ყველაფერს რომ შევაბერდი
და ყველაფერი არ დამკარგვია.

 

1997