გომის გორებო, თეთრებო,
ბალახებს მინდა ვუთხრა:
_ თქვენა ხართ არა მიწისა,
არამედ ჩემი სუნთქვა.
თქვენს თოთო, ციცქნა ფოთლებზე
მე დამიდვია შუბლი,
ხამში ნახარებ მაგ ფესვებს
მე გულით სალამს ვუთვლი.
ეჰ, როგორ შემომღიმოდნენ
თქვენი თვალები ღია,
ჩურჩულით მე თქვენს ფესვებში
სათქმელი ჩამიღვრია.
1988