Litclub.ge

დავითის მცნება...

დავითის მცნება, _

მეზობელთა, სხვა ჯურთა ყადრი

დღესაც გვჭირია, შერიგების, შერგების მადლი;

მე, იმ დარდიან მიწის შვილი,

რომელიც გვართვეს,

ვემუდარები მომავლისთვის დაფიცულ ქართველს: _

აღმაშენებლის ცნობით ცნობდეს

წასულ-მოსულებს,

რომ შვილთ უტოვოს

მოყვარე და არა მოძულე.

 

1990