დღე იყო ჩუმი
და სევდით სავსე,
ნიავმა ნელა
მაინც მობერა
და ყველაფერში
მძიმედ ბოლავდა
უკანასკნელი დამშვიდობება.
თავის ქსელს
დინჯად ქსოვდა ობობა,
გზას ევლებოდა
ქსელი სურვილის,
დაქანაობდნენ
ცაში ნისლები,
თოკზე გაკიდულ
თეთრეულივით.
ჩვენ გვაწვებოდა
სიცარიელე,
ვით მწვერვალიდან
მომსკდარი ზვავი,
გზა ჩანდა მხოლოდ,
სხვა არაფერი,
გზას მიყვებოდა
მწუხარე მგზავრი.
1982