Litclub.ge

ევკალიპტებთან, სადაც წითლად...

ევკალიპტებთან, სადაც წითლად

ტალახი დგება,

მომწონდი, კორდო ქვიშიანო,

ზღვის თქორით სველო,

იქ ფეხშიშველას ახლაც მინდა

გასეირნება,

მე ძველებურად ამ სირბილში

რომ დავისვენო.

ზღვა იგივეა, ეს ხეებიც

ისევე დგანან,

მხოლოდ წვიმებმა იქ ფერდობი

უფრო დაღარა,

ეჰ, მზესთან, დღესთან

ბუნებასთან არა ღირს დავა, _

ის იგივეა, მაგრამ ახლა

მე ის აღარ ვარ.

 

1988