Litclub.ge

ვაჟა

ცრემლო, პოეტის თვალის მომწველო,
შენ მეც მინათებ და მეცხუნები,
ააყვავილე სულ სხვა ლოცვებით
გადაბუგული ჩვენი გულები.

აჭარას, შავშეთს, იმერხევს, ტაოს,
იმათ ტაძართა შუბლებს დაკოდილთ,
ვაჟას თვალივით, დღეს სამუდამო
და უსაშველო ცრემლი ჩამოსდით.

მიყვარს პოეტის ცრემლი, ვმდიდრდები
და ვგრძნობ საკუთარ ძალას იმოდენს,
ყოველდღე ვკვდები, იმ ძველ სამკვიდროს
ლექსი ქართული რომ ზეიმობდეს.

ამას ფშაველა უკეთ იტყოდა...
მეც ჩემს პატარა რვეულს გადავშლი,
რომ დავიძახო ის, რაც მინდოდა,
აქ, _ ვაჟას ცრემლით მორწყულ ჩარგალში.

 

1987