სავსეა აზრი და თვალისჩინი
სახით დიადით და დიდებულით,
ადამიანი ვარ მუდამ შენი
თავისუფლებით შეშინებული.
და მაინც მიყვარს შენზე დახრილი
ცა ალბატროსის ფრთასავით ზუსტი,
მიყვარს ხომალდი მშობელ სახლივით,
ბანზე რომ დავალ და ლაღად ვუსტვენ.
შენს მუქარაში ხეტიალს ვბედავ,
დავიმეგობრე ტალღა მეკობრე,
დე, ზღვაო, შენებრ ძლიერი მუდამ
თავისუფლება მემუქრებოდეს!
1974