Litclub.ge

ზღვის საუბარი

მომწონს და მიყვარს
შენი საუბარი,
არ ვიცი, რას ამბობ,
მაგრამ ვიცი, რად ამბობ,
ამბობ მას, რაც გინდა
და როცა გინდა...
და მშურს მე შენი, ზღვავ.

 

1980