Litclub.ge

ი-ნას

ბიძაშენს მოსწონს ჩემი ნაწერი,
მაგრამ არ მოსწონს, 
შენ რომ მომწონხარ.
ის ხომ, ნაამაგ-ნამოღვაწევი,
სულ სხვაა, ჩემთვის სიტყვას რომ წონავს.
და მაინც მინდა ჩვენ, ძმაკაცები,
კვლავ სიყვარულის დაგვწვას კოცონმა...
ბიძაშენს მოსწონს ჩემი ნაწერი,
მაგრამ არ მოსწონს 
შენ რომ მომწონხარ.
  

1996