Litclub.ge

იალაღების ბალახი

იალაღების ბალახი მომწონს,

დილის ანკარა ცვრით შებოლილი,

ცვარზე ნთება მზის,

ვით მწყემსი გოგოს

მწვანე კაბაზე წითელი ღილი.

ყიშლაღს ალერსით ეხვევა კვამლი

და რძით ივსება თეთრი ბადია,

კიბესთან, სადაც ჩხრიალებს წყალი,

ცულდასობილი ჯირკი აგდია.

იალაღების ბალახი მიყვარს,

კორდზე სირბილი კვლავ მომინდება...

ჩაფიქრებული შევყურებ ცისკარს

რომ ჩემი ფიქრი გაიგონ მთებმა.

 

1967