Litclub.ge

იმედი

ავინიონი, მდინარე რონა

ჩემო იმედო, გენაცვალები,

რომ იწვი შენაც, როგორც მგოსანი,

გარიჟრაჟივით ცისფერთვალება

და შავგვრემანი საღამოსავით.

სიყვარულივით ნაიარევი,

სიტყვებს დავიდებ მალამოებად,

გულდარდიანი დავიარები

და ვეჯახები ამაოებას.

 

1972