Litclub.ge

იქ ჭაობიდან აფრინდა ყანჩა...

შანდორ პეტეფის

იქ ჭაობიდან აფრინდა ყანჩა,

კაცის სხეულზე წაიქცა ისლი...

ჰაერში თოფის ცივი ხმა ჩარჩა,

ჩალაზე წვეთავს მდუღარე სისხლი.

შენ იცი კარგად, კვნესაა ვისი,

სხვა ფიქრობს _ ყანჩას აფრენას დარდობ...

რა ფერისაა სამშობლოს სისხლი,

შენ კარგად იცი,

ძვირფასო შანდორ!

 

1957