კი, რელიგია სჭირდება, ვატყობ,
სულსაც, სხეულსაც, ნიჭსაც და ზნესაც.
სჭირდება, ვინაც ხარობს ან დარდობს,
სჭირდება სიბრძნეს, სიმღერას, კვნესას.
ეჰ, ღმერთო ერთო, არა ეჭვ-ჭმუნვით,
ისევ იმ ლოცვით, იმედით, თმენით,
შენგან ბოძებულ სამშობლოს ვუვლი,
დღეთა ღამებით, ღამეთა თევით.
1991