ზეგნით მოველ,
მთას ვუთხარი, _
ვერ ველევი ამ ფერებს,
შეისმინა მზემ მუდარა,
ვერა, ვეღარ მაბერებს,
სიღარიბის სამღერალი
რაა _ მაინც ვამღერებ.
არ ვიყავი კახაბერი,
მაინც ვიკახაბერე,
ყველაფერის სიცოტავე,
ყველაფერით ვაბევრე.
1998
ზეგნით მოველ,
მთას ვუთხარი, _
ვერ ველევი ამ ფერებს,
შეისმინა მზემ მუდარა,
ვერა, ვეღარ მაბერებს,
სიღარიბის სამღერალი
რაა _ მაინც ვამღერებ.
არ ვიყავი კახაბერი,
მაინც ვიკახაბერე,
ყველაფერის სიცოტავე,
ყველაფერით ვაბევრე.
1998