მე შენ ძმად მყავდი, მინდოდი,
შენ კი ვერ მიცან, _ მწყენია,
ყანა, ღელე თუ მინდორი,
თუ კი რამ გადაგვრჩენია,
შენია, მაგრამ იმდენი
მეც ცრემლი ჩამიქცევია,
გახსოვდეს, ეს ყველაფერი,
შენი კი არა, ჩვენია.
განზე, აღმა თუ თავდაღმა
გაივლი, აივლ-ჩაივლი,
ბოლოს, ყოფნამ თუ გაგლახა,
პურს დააკლდება მარილი.
მე, ვისაც არა ეს ხანა,
ძმის ერთგულება მშვენოდა,
მართალი, როგორც ქვეყანა,
შემოვალ, შენთან შემოვალ.
1992