მე შენ მახსოვხარ,
მე ვხარობ შენით,
მე სიყვარულში არ დავყრი ფარ-ხმალს,
როგორც ყოველთვის, ახლაც მამშვენებ,
როგორც ყოველთვის
ახლაც მიყვარხარ.
მე შენ მახსოვხარ,
მე შენთან მინდა...
წლები არიან ვით საბუთები,
მაგრამ ისინი უკვე წავიდნენ,
წასული წამიც აღარ ბრუნდება.
1988