რაც ქვეყნად კაცმა ისწავლა წერა,
ჩემი სახელი
წელა და წელა;
ყოვლად მტყუანი, ქურდი, ცბიერი,
მუდამ კუდგრძელა ვიყავი მელა.
თუ შევსანსლავდი სადმე ერთ ქათამს,
კაცი დამდევდა თოფით და კეტით,
თავად კი თავისნაირთა ჟლეტით,
ჯიბენატენი ყვლეფით და ღლეტით,
სულ ეძახოდა თავს ალალ-მართალს.
1996