Litclub.ge

მიყვარს გაზაფხულის...

მიყვარს გაზაფხულის
ნაზი სიღარიბე,
კვირტებს ვაკვირდები,
თვალს რომ გაახელენ,
თავის ფერთა ფთილებს, _
წვიტ-წვიტ სიხარულებს,
ჭრელად მოაპნევენ
რუის ბალახებზე.
 

1991