არგვეთი მოსპო მურვან ყრუმ
(დედა ვატირე მე მისი!);
გულს შავი მიკლავს მე ნამყო
და არანაკლებ მერმისი.
კახეთი მოსრა აბასმა
(დედა ვატირე მე მისიც!);
ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა-სმა,
ძილი წაგვერთვა ნებისი.
ქართლი გათქერა თემურმა
(დედა ვთქვა?! — რა ვთქვა მე მისი?!);
ვინ მოთვლის, თავდადებული
რამდენი მოკვდა ერისთვის.
მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა
ხოში ვერ ჩაკლა ქეიფის;
კვლავაც ფეხზეა თამადა,
რაც, — რასაც ნიშნავს, — ქე იცი!
(დედა ვატირე მე მისი!);
გულს შავი მიკლავს მე ნამყო
და არანაკლებ მერმისი.
კახეთი მოსრა აბასმა
(დედა ვატირე მე მისიც!);
ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა-სმა,
ძილი წაგვერთვა ნებისი.
ქართლი გათქერა თემურმა
(დედა ვთქვა?! — რა ვთქვა მე მისი?!);
ვინ მოთვლის, თავდადებული
რამდენი მოკვდა ერისთვის.
მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა
ხოში ვერ ჩაკლა ქეიფის;
კვლავაც ფეხზეა თამადა,
რაც, — რასაც ნიშნავს, — ქე იცი!