ვამბობ:
ეს ცხოვრება მხოლოდ ლოდინია,
აი, მონატრულნი
აღარ მომიდიან.
ნურვის ეგონება,
რომ ეს ადვილია:
ცხელი ვარსკვლავები თავზე გადივლიან;
უცებ მომინდება
ერთის შეჩერება,
მასში ჩემი ნატვრის ცეცხლი მეჩვენება...
მითხარ, შორეულო,
როდის დაბრუნდები?
გელის აივნები, გზები, სადგურები...
1967