Litclub.ge

ნაწყენი გზა

დაღიჯმაჯული, ფერგადასული
გზა დაღრეკილი, როგორც წარსული,
ჩახვევია თუ შემოხვევია ხევსა და ქედებს
ნაცვლად იმისა, რომ ამშვენებდეს,
აგონჯებს ხედებს.
მეძახის _ წამო მაინც მეგზური,
ცეცხლისმფქვრეველი, როგორც ვეზუვი
და მეც მივდივარ, რათა ბინდიანს
არ გამოუჩნდეს გზას დასასრული.
 

 

1999