შენ, მახუნცეთის თამარის ხიდის
ქვავ, ალმაცერად
"ნაწყენი სიყვარული", დანა-ხანჯლით
ვინ წაგაწერა?
მილოკავს სუნთქვა
მდინარის ზვირთის
ლოყებს და ყურებს,
მუხის წვეროდან ბორჯღალო ფითრი
თეთრად მიყურებს.
მესმის ფეხის ხმა,
არავინ არ ჩანს,
და რაღაც მწველი
ნაწყენ სიყვარულს ლოდინი ტანჯავს
და მაინც ელის.
1999