Litclub.ge

ნუ დამემდურები
უკვე გაჭირდა სიტყვის მიგნება
იმ გულუბრყვილო გაბედულებით, _
გაუმხელელი დამრჩა ფიქრები,
შენ მაინც ნუღარ დამემდურები.

ბევრი სათქმელი კვლავ სათქმელია,
თუმცა წარსულში ვერ დავბრუნდები,
გადათოვლილი მთები მელიან,
მივდივარ, ნუღარ დამემდურები.