Litclub.ge

ომი იქნება ?!
დაღამდა,
ღამეს სიჩუმესთან
უყვარს ბაასი,
ყურები ათას ბგერას იჭერენ
და ღამის ცვარი
ისე ცვივა ლორთქო ბალახში,
თითქოს ჩრდილები
ბალახებზე მიაბიჯებენ.
შორიდან მოსულს დედა ადრე
არ დამაძინებს,
_ მინდა, გიყურო, _
ამბობს, მაძლევს კვლავ დარიგებას,
მეთამაშება, მეფერება,
მკოცნის, მაცინებს;
ბოლოს მოიწყენს
და მეკითხება:
_ რა ისმის, შვილო,
ომი კიდევ ხომ არ იქნება?!

1956