ზოგჯერ მეგობრის ტყუილსაც ვითმენ,
სავსე ხარ-მეთქი, ვეტყვი ცარიელს...
აღარ დავეძებ წკრიალა რითმებს,
სხვა გავლენებიც მგონი გავლიე.
უსიყვარულოდ არ მიცოცხლია,
მე ბუხარივით ვენთე ოჯახში,
ჩემთვის ერთი დღეც კი არ მოცლილა,
მიცნობს ცხოვრება შემწვარ-მოხრაკულს.
ფართოა სევდის გეოგრაფია,
თუნდა მას ერქვას მარტო გონიო.
მინდა ამ სევდას მთელი დუნია